GEORGIA ELECTIONS DOMINATED BY NATIONAL-LEVEL RHETORIC, OVERSHADOWING LOCAL CONCERNS

Tuesday, December 14, 2021

View downloads

Elections generally well administered but complaints of voter and candidate intimidation remained

Tbilisi, Georgia - According to an analysis of Georgia’s October 2021 municipal elections issued today by the National Democratic Institute (NDI or the Institute), while the elections were generally well administered, deep flaws in the electoral and, significantly, the political environment, adversely affected the process. The municipal elections took place in the context of a protracted political impasse in the aftermath of 2020 parliamentary elections and were seen by many as a litmus test for Georgia’s democratic path. While the municipal elections are typically the occasion for citizens to focus on local concerns and community leadership, the events of the previous year, including an expectation that snap parliamentary elections would be called if the ruling party did not reach 43 percent of the vote, raised the political stakes for all parties. Harsh rhetoric and exchanges of insults dominated the campaign period, while the focus on national-level narratives overshadowed local-level concerns. The responsibility for public skepticism is shared across the political spectrum as partisan gains appear to have been prioritized over the needs of the Georgian public.

Georgia’s voters, election workers, and nonpartisan citizen election observers demonstrated their determination to ensure Georgia’s continued democratic progress. There also were some improvements in electoral transparency, such as broadcasting CEC sessions and most interviews for nonpartisan DEC positions online, as well as publishing PEC-level data in a more accessible format. However, the process was marred by widespread allegations of misuse of administrative resources, vote-buying, and pressure and intimidation of voters, candidates, and journalists. As in previous years, imbalance in party resources, combined with insufficient oversight of campaign finance and undue advantages of incumbency, contributed to an unlevel playing field. Despite broadened political representation, increased transparency and an improved complaints process, opposition parties remained unconvinced of the political neutrality of non-partisan election commissioners. Polarized and politicized media limited voters’ ability to make an informed choice. Reported attacks on the media and civil society on first and second round election days and attempts to restrict their ability to operate freely negatively impacted the overall process. Inclusion of women and minorities, as well as other underrepresented groups, remains a challenge. Despite the fact that gender quotas played a significant role in the large increase in women’s representation on proportional lists, very few women ran or were elected to majoritarian seats: the number of women majoritarians elected in 2021 is 0.4 percent (37 women) less than in the 2014 elections.  

Public faith in democratic institutions and processes continues to be undermined by the approach of political actors before, during and after elections. It is a political imperative that, in the period between elections, elected representatives fulfill their responsibility to represent the interests of voters. Those who occupy the seats of government bear particular responsibility to bring about inclusive, pluralistic exchange, which is essential to responsive governance that improves people’s lives. Good faith efforts to work across the political divide and internal political reflection are required to ensure public confidence in the democratic political process ahead of the next electoral cycle. 

Recommendations

  • In the spirit of international cooperation, the NDI offers the following recommendations to Georgian stakeholders and stands ready to assist in their implementation: 
  • Political parties should carry out good faith efforts to work across the political divide and fulfill their responsibility to represent the interest of the voters to ensure public confidence in the democratic political process ahead of the next electoral cycle. 
  • Accountability measures should be implemented to ensure that authorities act impartially during the election period and prevent the misuse of administrative resources. Law enforcement agencies should investigate credible cases of voter and candidate intimidation and harassment.
  • To enhance the transparency and oversight of campaign finance, a state entity should be responsible for systematically verifying all possible breaches of the rules of financing political campaigns, including potential illegal incomes, undeclared expenditures, and third-party spending. Analysis of financial reporting should also be conducted and available to the public in a timely manner.
  • In order to provide voters with an informed choice, a broad and comprehensive review of the media regulations and practices during elections should be undertaken to address challenges identified, including those related to violence against journalists, media coverage of elections, media access to electoral contestants, and candidate debates. 
  • Political parties should more actively engage the public between elections and through inclusive campaign structures to ensure platforms and issues are reflective of citizen concerns. They should  develop their political programs and platforms around key public priorities and offer a clear position on how they would work to implement the solutions;
  • As NDI previously recommended, all stakeholders should respect the purpose of genuine, impartial citizen observation. Civic activism may fulfill its role only if it remains free from undue influence and pressure from the government and other political actors in the post-election period and throughout future election cycles. For their part, all nonpartisan citizen election monitoring organizations, other non-governmental organizations and media should pursue their activities with evidence-based methodologies, politically impartial analysis, robust engagement with electoral and other authorities, and communication with the public to enhance the integrity of Georgia’s electoral and political processes.

Background 

The Limited Long Term Election Assessment was part of NDI’s multi-track program for the October 2, 2021, municipal elections. Additionally, in late August NDI sponsored an international team of experts to conduct a series of online, high-level meetings with political parties, government officials, civil society, and local media to demonstrate continued support for Georgia’s democratic development and reinforce the international community’s expectation that all parties will adhere to the principles of genuine democratic elections and political processes. Closer to election day, NDI also deployed a team of experts who held high level meetings to assess progress ahead of election day and reinforce a message of constructive engagement around the elections. 

### 

NDI’s international election integrity program was conducted in accordance with Georgian law and the Declaration of Principles for International Election Observation. The Institute has observed over 250 elections across the globe in its 35 year history, including every national election since Georgia’s independence in 1991. This program has been made possible with the support of the U.S. Agency for International Development (USAID) through the Consortium for Elections and Political Process Strengthening (CEPPS).

NDI is a non-profit, non-partisan, non-governmental organization that works in partnership around the world to strengthen and safeguard democratic institutions, processes, norms and values to secure a better quality of life for all. NDI envisions a world where democracy and freedom prevail, with dignity for all.

 

 

საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნული დონის საკითხები დომინირებდა, რამაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები გადაფარა  

 

არჩევნები მეტწილად  კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა  ამომრჩევლებისა და კანდიდატების შევიწროების შესახებ წუხილები კვლავ აქტუალურია 

თბილისი, საქართველო - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემოს, ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს პარტიების დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა.  საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა.  

საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივმა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აჩვენეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უზრუნველყონ საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული პროგრესი. ასევე აღსანიშნავია გარკვეული გაუმჯობესება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად, ცესკოს სხდომებისა და პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების შესარჩევი გასაუბრებების ონლაინ გაშუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე არსებული მონაცემების უფრო ხელმისაწვდომ ფორმატში გამოქვეყნება. თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ისევე როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებულ უპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ პოლიტიკურ ველს. გაფართოებული პოლიტიკური წარმომადგენლობის, გაზრდილი გამჭვირვალობისა და საჩივრების წარდგენის პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების პოლიტიკური ნეიტრალიტეტში კვლავ ეჭვი შეაქვთ. პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა. მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.  .   გამოწვევად რჩება ქალებისა და უმცირესობების, ისევე როგორც სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა. მიუხედავად სავალდებულო გენდერული კვოტების ხარჯზე  პროპორციულ სიებში ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობისა, მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი ქალი კანდიდატებისა და არჩეული ქალების რაოდენობა მცირე იყო:  2021 წელს არჩეული მაჟორიტარი ქალების რაოდენობა  (37 ქალი) 2014 წელს არჩეული ქალების რაოდენობაზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არჩევნებს შორის პერიოდში თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულონ და ამომრჩეველთა ინტერესები გაატარონ. საჯარო თანამდებობის პირებს ინკლუზიური და პლურალისტური პრინციპებით მოქმედების ვალდებულება ეკისრებათ. ეს ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელი ნაწილია, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. საჭიროა კეთილსინდისიერი ძალისხმევის გამოჩენა,  პოლიტიკური განხეთქილების გადალახვა და შიდა პოლიტიკური რეფლექსია, რათა მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ  საზოგადოების მაღალი ნდობა იქნას უზრუნველყოფილი. 

რეკომენდაციები 

  • საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, NDI ქართულ მხარეებს შემდგომ რეკომენდაციებს სთავაზობს და ასევე მათ განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს: 
  • მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ  საზოგადოების მაღალი ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, პარტიებმა პოლიტიკური განხეთქილებების გადასალახად, საზოგადოების წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად და ამომრჩეველთა ინტერესების გასატარებლად კეთილსინდისიერი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ.
  • უნდა შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები იმისთვის, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა არჩევნების პერიოდში მიუკერძოებლობა გამოიჩინონ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღკვეთონ. ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები. 
  • კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. 
  • ამომრჩევლის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფის მიზნით,  არჩევნების პერიოდში მედია რეგულაციები და პრაქტიკა უნდა გადაიხედოს, რათა გადაიჭრას გამოვლენილი პრობლემები, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა, მედიის მიერ არჩევნების გაშუქება, საარჩევნო სუბიექტების წვდომა მედიაზე და კანდიდატთა დებატები. 
  • პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებს შორის პერიოდში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩართონ. პარტიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ინკლუზიური კამპანიების გზით მათი პლატფორმები და პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებებს ასახავდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური პროგრამები და პლატფორმები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ უნდა განავითარონ. ამასთან, მათ ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების მკაფიო გზები უნდა შესთავაზონ.  
  • ადრე გაცემული რეკომენდაციის მსგავსად, NDI მიიჩნევს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ადგილობრივი დამკვირვებლების ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი დაკვირვების მიზანს. სამოქალაქო სექტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი როლის შესრულება, თუ იგი არჩევნების შემდგომი პერიოდისა და მომავალი საარჩევნო ციკლების განმავლობაში ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან არასათანადო გავლენისა და ზეწოლისგან თავისუფალი დარჩება. თავის მხრივ, ყველა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თავისი საქმიანობა იმგვარად უნდა განაგრძონ, რომ ის დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე და პოლიტიკურად მიუკერძოებელ ანალიზზე, ასევე  საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მაღალ ჩართულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე. ასეთი მიდგომა საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობას გააძლიერებს.

მისიის შესახებ

არჩევნების შეფასების გრძელვადიანი მცირე ზომის მისია 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის NDI-ის მრავალკომპონენტიანი პროგრამის ნაწილი იყო. დამატებით, აგვისტოს ბოლოს NDI-ის საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა. შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. არჩევნების დღის წინ NDI-იმ საქართველოში ექსპერტების გუნდი მოავლინა, რომელმაც მაღალი დონის შეხვედრები გამართა, რათა არჩევნების დღისთვის არსებული პროგრესი შეეფასებინა და არჩევნებში კონსტრუქციული ჩართულობის მნიშვნელობისთვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. 

### 

NDI-ის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდა. NDI-ს მისი 35 წლიანი ისტორიის მანძილზე მსოფლიოს ყველა რეგიონში 250-ზე მეტი არჩევნების სადამკვირვებლო მისია აქვს განხორციელებული, მათ შორის საქართველოში 1991 წლიდან ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. 

NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ გააძლიეროს და დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, პროცესები, ნორმები და ღირებულებები, რათა ყველასთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი უზრუნველყოს. NDI მსოფლიოს ხედავს როგორც ადგილს, სადაც დემოკრატია და თავისუფლება იმარჯვებს და ყველას ღირსება დაცულია.

 

Media contact

Jerry Hartz

Director of Government Relations and Communications

1 (202) 728-5500

Email Jerry »

Copyright 2024 © - National Democratic Institute - All rights reserved